29 ნოემბერი, 2017 14:41
კომაროვის მოსწავლეთა გუნდი GWP ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას
კომაროვის სკოლის 12 მოსწავლისგან შემდგარი გუნდი კომპანია ECOVISION-ის GWP ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს. კომპანია ECOVISION-ის კამპანიის მიზანია – „დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს!“
ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ტური მოიცავდა სემინარსა და ეკოვიქტორინას. კომაროვის სკოლამ წარმატებით გაიარა აღნიშნული ტური და 20-დან 18 ქულით გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
ვიქტორინის ჩატარების შემდეგ მე-2 ეტაპზე გადასული გუნდი 18 ნოემბერს მიიწვიეს პროექტის საზეიმო გახსნაზე. გამარჯვებული გუნდისთვის იგეგმება „ეკო ბანაკი“ მესტიაში.
კომაროვის სკოლა წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს ოლიმპიადის შემდეგ ტურებში.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა