კომაროვის მოსწვალეებმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვება მოიპოვეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია და მას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისი მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა.
მესამე ტურში გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომლებიც ენის კურსებზე ინგლისის „Headington Oxford”-ისა და „Oxford College”-ის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან, ერთ-ერთი გამარჯვებული კომაროვის სკოლის მოსწავლე თეკლე დოლიძეა.
ასევე გამოვლინდა 23 დამატებითი გამარჯვებული, რომლებიც ლეპტოპებით და საქართველოს საზაფხულო ბანაკებში ტურებით დასაჩუქრდნენ, კომაროვის სკოლის მოსწავლე მარიამ არუსტაშვილი ერთ-ერთი გამარჯვებულთაგანია. სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებლის სიგელი კი კომაროვის სკოლის მასწავლებელს ანდრია კორძაიას გადაეცა.
კომაროვის სკოლა ულოცავს ანდრია კორძაიას, თეკლე დოლიძეს და მარიამ არუსტაშვილს ამ გამარჯვებას.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა