13 აგვისტო, 2019 16:51
კომაროვის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა: ნიკოლოზ ბირკაძემ – ოქროს, ხოლო თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მედლამდე ცოტა დააკლდა გუნდის მეოთხე წევრს დავით ხვედელიძეს.
გუნდს თან ახლდნენ მწვრთნელები: გუნდის ლიდერი პროფ. გიორგი მანდარია, ლიდერის მოადგილე ზაზა გამეზარდაშვილი და გუნდის ასისტენტი გურამ ქოთოლაშვილი.
საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა