GE
23 ოქტომბერი, 2018 16:14

კომაროვის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი International ACAC-ის 2018 წლის კონფერენციას დაესწრო

კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის (ე.წ. college counseling) ხელმძღვანელი მაია ოთიაშვილი, როგორც International ACAC-ის 2018 წლის სტიპენდიანტი, ამ ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო ნიუ ორლეანში (აშშ), რომელიც Loyola-სა და Tulane-ის უნივერსიტეტებში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მაია ოთიაშვილი საქართველოდან International ACAC -ის არამარტო პირველი სტიპენდიანტი, არამედ პირველი ქართველი მონაწილეა და მას უფლება აქვს წარადგინოს სხვა კანდიდატურა საქართველოდან სტიპენდიის მოსაპოვებლად.

International ACAC მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს მსოფლიოს უნივესიტეტებისა და სკოლების წარმომადგენლების ყველაზე მასშტაბურ შეხვედრებს.

სტიპენდიანტებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები სკოლის პროფილის, უცხოეთის უნივერსიტეტებში სასწავლო აპლიკაციების შევსების, სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილების წერის შესახებ, აუხსნეს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ უნივერსიტეტებში სწავლის გააგრძელების მსურველი სტუდენტები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ,,Education Fair’’, რომლის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ათასობით უნივერსიტეტის წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან. კომაროვის სკოლის წარმომადგენელმა უნივერსიტეტების მიმღები კომისიის წევრებს გააცნო სკოლის მიღწევები, წარმოადგინა სკოლა და გაუწია რეკომენდაცია სკოლის კურსდამთავრებულებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივესიტეტების წარმომადგენლებთან.

ასევე, გაიმართა სამუშაო ვიზიტები 9 უნივერსიტეტში: Millsaps College, Rhodes University, Saint Louis University, Washington University, Vanderbilt Universiti, University of the South, Agnes Scott College, Emory University, Georgia Tech University, სადაც მაია გაეცნო უნივერსიტეტის კურიკულუმებს, შეხვდა უნივერსიტეტში მიმღები კომიისის წევრებს, სტუდენტებს, დაათვალიერა ლაბორატორიები, სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები და გაეცნო პროგრამებს.

International ACAC-ის კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად დაეხმარება კომაროვის სკოლასა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სასკოლო მიღწევების წარმოჩენაში და მსოფლიოს უნივერსიტეტებთან ურთიერთობის დამყარებაში.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება