21 აგვისტო, 2017 13:34
კომაროვის საღამოს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა აცხადებს 2017-18 სასწავლო წელს „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. საღამოს სკოლა განკუთვნილია მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა (სურვილის შემთხევაში ფიზიკაც) კომაროვის სკოლის პროგრამით.
გარდა მათემატიკისა, „საღამოს სკოლა”, სურვილის შემთხვევაში, დამატებით გთავაზობთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამის ფიზიკის გაღრმავებულ სასკოლო კურსს. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.
დეტალური ინფორმაცია სასწავლო კალენდრის, განრიგის, წავლის საფასურისა და რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა