კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
სკოლის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის „შაბათის“ სკოლის მე-6 კლასის ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დიპლომები, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, „შაბათის სკოლის“ პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, სხვადასხვა სასარგებლო უნარ-ჩვევა გამოიმუშაონ.
დაჯილდოვებაზე ასევე ყურადღება გამახვილდა, ოლიმპიადაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე – რომ მოსწავლეები კონკურენტუნარიან გარემოში ცოდნის რეალიზებას მიეჩვიონ და შემეცნების პროცესი მეტი მოტივაციით განაგრძონ.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს უწყვეტ განვითარებას უსურვებს!
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა „პატარა უფლისწულის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინეს by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის გუნდი „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025-2026“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ საბაზო და საშუალო საფეხურის ფინალი გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა