GE
21 მაისი, 2021 12:52

კომაროვის სკოლა გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება

17-23 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

მისი გზავნილია – გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე, ხოლო თემა ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების 30კმ/სთ-მდე შემცირებას გულისხმობს ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნას. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ქმნის მწვანე, ჯანსაღ, მავნე ემისიებისგან თავისუფალ და უსაფრთხო ქალაქებს.

ქუჩებში დაბალი სიჩქარით მოძრაობა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და იცავს ყველაზე მოწყვლად საგზაო მოძრაობის მონაწილეებს: ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

კომაროვის სკოლაც უერთდება კვირეულს, რადგან მისი მნიშვნელოვანი გზავნილია მეტი სიცოცხლე ქუჩებში.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)