GE
21 ოქტომბერი, 2024 17:34

კომაროვის სკოლა მათემატიკასა და ფიზიკაში 2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველადგილოსანია

კომაროვის სკოლა 2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის კვლავ პირველადგილოსანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა მათემატიკასა და ფიზიკაში.

2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დააჯილდოვეს

2023-2024 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 27 კომაროველია, მათ შორის 15-მა პირველი, მეორე ან მესამე ადგილი აიღო. მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული 15 მოსწავლიდან 10 კომაროველია, ხოლო ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებიდან ყველა კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა, ნიკოლოზ ფიცხელაურმა და არჩილ ზაბახიძემ ორ საგანში გაიმარჯვეს.

კომაროვის სკოლა 2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის კვლავ პირველადგილოსანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა მათემატიკასა და ფიზიკაში.

2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დააჯილდოვეს.

2023-2024 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 27 კომაროველია, მათ შორის 15-მა პირველი, მეორე ან მესამე ადგილი აიღო. მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული 15 მოსწავლიდან 10 კომაროველია, ხოლო ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებიდან ყველა კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა, ნიკოლოზ ფიცხელაურმა და არჩილ ზაბახიძემ ორ საგანში გაიმარჯვეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ნოდარ გოროზიამ, ალექსანდრე კაციამ, ნიკოლოზ შამუგიამ და მერაბ სტეფანოვმა გაიმარჯვეს მაღალი კლასის შესაბამის კატეგორიაში.

2023-24 სასწავლო წელს ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 16 კომაროველია. მათ შორის სამივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ინფორმატიკის ეროვნული ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების 80%-მდე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

2023-24 სასწავლო წლის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული კომაროველები იხილეთ ბმულზე

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში