GE
18 ნოემბერი, 2019 15:25

კომაროვის სკოლა მათემატიკის მესამე ფესტივალის გამართვას დეკემბერში გეგმავს – დეტალები

კომაროვის სკოლა მათემატიკის მესამე ფესტივალს ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში 2019 წლის 6-7 დეკემბერს გაიმართება.

ფესტივალი გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

I კატეგორია – საქართველოს სკოლების მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა).

II კატეგორია – საქართველოს ნებისმიერი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის რაზმაძის, ბათუმის ფიზ-მათ და რუსთავის ფიზ-მათ სკოლებისა).

ფესტივალის ყველა მონაწილეს და გუნდის ხელმღვანელს გადაეცემა სერტიფიკატი.

ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ, I ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს გადაეცემა ტექნიკის 250 ლარიანი ვაუჩერი.

II ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს გადაეცემა ტექნიკის 100 ლარიანი ვაუჩერი.

III ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს – კინოთეატრ კავეას ბილეთები.

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო გუნდის სამივე მონაწილე დაჯილდოვდება 200 ლარიანი ვაუჩერით.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილოთ ბმულზე.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება