GE
13 ივლისი, 2020 15:40

კომაროვის სკოლა მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

კომაროვის სკოლა მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

საღამოს სკოლის მე-7 კლასის მათემატიკის და მე-9 კლასის ფიზიკის შემაჯამებელი წერის ბილეთები და მოსწავლეთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 14 ივლისის 17:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადი შეიძლება დაწეროს მშობელმა ან მასწავლებელმა.

პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ივლისს 18:00 საათამდე.
პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 16 ივლისს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 17 ივლისს 18:00 საათამდე.

  • საღამოს სკოლის მე-7 კლასის შემაჯამებელი წერის შედეგად სკოლის მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგების მქონე 20 მოსწავლე. სკოლაში ასევე მიიღება ის მოსწავლე, რომლის შედეგი დაემთხვევა რეიტინგით მე-20 მოსწავლის შედეგს.
  • საღამოს სკოლის მე-9 კლასის შემაჯამებელი წერით სკოლის მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგების მქონე 10 მოსწავლე. სკოლაში ასევე მიიღება ის მოსწავლე, რომლის შედეგი დაემთხვევა რეიტინგით მე-10 მოსწავლის შედეგს.

მისაღები გამოცდები 2020-2021 სასწავლო წელს სკოლაში მისაღებად მე-8 და მაღალ კლასებში არ ჩატარდება.

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება