GE
11 აგვისტო, 2023 17:41

კომაროვის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიების პროგრამას იწყებს

კომაროვის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიების პროგრამას იწყებს. სტიპენდიების პროგრამის მიზანი კომაროვის განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება, ასევე, კომაროვის სკოლის გამორჩეული ფიგურების პოპულარიზაციაა, შესაბამისად სკოლის მიერ დაწესებული სტიპენდიების უმრავლესობა მათი სახელობისაა:

  • გრიშა წულაიას სტიპენდია;
  • ვალერი მელაძის სტიპენდია;
  • ჯემალ ვეკუას სტიპენდია;
  • ნათელა კოღონიას სტიპენდია;
  • გელა მანელიძის სტიპენდია;
  • ლევან ჯანაშიას სტიპენდია;
  • ჯუანშერ ჯურხაძის სტიპენდია;
  • ჯემალ კიკნაძის სტიპენდია;
  • სიმონიკა სხირტლაძის სტიპენდია;
  • კომაროვის სკოლის ოქროს სტიპენდია.

ამ პროექტის განხორციელებისთვის კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულების, მხარდამჭერებისა და პარტნიორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

დონორმა შეიძლება დააფინანსოს ერთი ან რამოდენიმე სტიპენდია.

სტიპენდიების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:  https://komarovi.edu.ge/ge/scholarships

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში