GE
12 მარტი, 2020 13:58

კომაროვის სკოლა „შაბათის სკოლის“ მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

კომაროვის სკოლა „შაბათის სკოლის“ მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არდადეგები ყველა სასწავლო დაწესებულებაში გახანგრძლივდა. შესაბამისად, კომაროვის შაბათის სკოლის გაკვეთილები ვერ ჩატარდება 14,15 და 21,22 მარტს.

დეტალურ ინფორმაციას შაბათის სკოლის გაკვეთილების განახლების, მე-2 მოდულის დასრულებისა და მე-3 მოდულის დაწყების შესახებ შეგატყობინებთ არაუგვიანეს 23 მარტს.

სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, შაბათის სკოლის პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილები ჩატარდება სრულად, გაწერილი გრაფიკით.

პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების გარდა, პირველ ეტაპზე მე-6 და მე-5 კლასელებს, მიღებული ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად და “ფორმის შესანარჩუნებლად”, მომდევნო კვირაში დაეგზავნებათ ონლაინ სასწავლო მასალები და ვიდეოგაკვეთილები გავლილი პროგრამიდან.

კომაროვის სკოლა ჯანმრთელობას გისურვებთ!”

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება