22 ივნისი, 2020 11:28
კომაროვის სკოლა შემაჯამებელ წერასთან დაკავშირებით მშობლებსა და მოსწავლეებს მიმართავს
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა მშობლებსა და მოსწავლეებს შემაჯამებელ წერასთან დაკავშირებით მიმართავს.
“ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, შაბათის სკოლის მე-6 კლასის, მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა ჩატარდება 2020 წლის 4 ივლისს კომაროვის სკოლაში (მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49).
დეტალური ინფორმაცია შემაჯამებელი წერის შესახებ იხილეთ აქ.
მე-7 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი, ადგილი და პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 1-ლ ივლისს. რეგისტრაცია დაიწყება 26 ივნისს.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – ნათქვამია სკოლის მიმართვაში.