კომაროვის სკოლა უერთდება საქველმოქმედო აქციას “ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი”
კომაროვის სკოლა უერთდება საქველმოქმედო აქციას “ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი”, რომელიც ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით ტარდება. აქციის მიზანია, მზრუნველობა მოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიეწოდოს საახალწლო საჩუქრები, იქნება ეს ტანსაცმელი, სათამაშო, წიგნი თუ ნებისმიერი სხვა მოხმარების საგანი.
შარშან დროს შეზღუდულ პერიოდში, შეგროვებული ნივთები, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მზრუნველობა მოკლებულ 500-ზე მეტ ბავშვს გადაეცა.
ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით. ორგანიზაცია ეხმარება დასავლეთ საქართველოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს.
აქციის მიზანია, რომ ყველა შეგროვებული ნივთი, გადაეცეს არასამთავრობო ორგანიზაციას “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი / SOS Children’s Villages Georgia”, რომელიც მათ იმ ბავშვებსა და ოჯახებზე გაანაწილებს, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება დახმარება, იმისთვის, რომ მათ ოჯახებშიც დადგეს ბედნიერებით სავსე ახალი წელი. ეს ყველაფერი, მოხდება სკოლის დახმარებით, რაც უზრუნველყოფს შემოწირული ნივთების უდანაკარგოდ და უვნებლად უვნებელად მომავალ პატრონთან მოხვედრსა.
კომაროვის სკოლაში, #119 ოთახში განთავსებულ სპეციალურ ყუთში მსურველებს შეუძლიათ შეაგროვონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, ნაძვის ხეები და ა.შ.