GE
9 დეკემბერი, 2019 10:36

კომაროვის სკოლამ მათემატიკის მესამე ფესტივალი გამართა

6-7 დეკემბერს ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივი პროექტი – კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 100-მდე სკოლის გუნდმა ორ კატეგორიაში; I კატეგორიაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, II კატეგორიაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა). ნახევარფინალის შემდეგ ორივე კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები (იხილეთ მოცემულ ლინკზე).

7 დეკემბერს გაიმართა ფინალი.

  • I ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა თბილისის არქიმედეს სკოლის გუნდმა.
  • I ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის გუნდმა
  • I ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ზესტაფონის ანაბასისის სკოლის გუნდმა.
  • I ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო გუნდი გახდა ზესტაფონის ანაბასისის სკოლის გუნდი.
  • II ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა სკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი”-ს სკოლის გუნდმა.
  • II ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა თბილისის არქიმედეს სკოლის გუნდმა.
  • II ასაკობრივ კაკატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა თბილისის N55 საჯარო სკოლის გუნდმა.
  • II ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო სკოლის გუნდი გახდა სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის გუნდი.

კომაროვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ექსპოჯორჯიას, სკოლის საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ჩვენი სკოლის მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის ორგანიზებაში. კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია წარმატებას უსურვებს მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს და ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს!“, –

დამატებითი ინფორმაცია და ფესტივალის ამოცანები იხილეთ ბმულზე.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება