GE
19 ოქტომბერი, 2017 14:27

კომაროვის სკოლას 7 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა

კომაროვის სკოლას 7 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა და კომაროველებს უნივერსიტეტებში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და კულტურის შესახებ ესაუბრა.  პრეზენტაციები ჩაატარეს შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა:

New York University Abu Dhabi ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (New York University, NYU) ერთ-ერთი კამპუსია. მისი მთავარი კამპუსი, მანჰეტენის გრინვიჩ-ვილიჯის რაიონშია. დაარსდა 1831 წელს, ალბერტ გალატინისა და გავლენიანი ნიუ-იორკელების ჯგუფის მიერ. მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში, იგი 27 ადგილზეა. NYU მსოფლიო კლასის უნივერსიტეტია; ლექტორებსა და კურსდამთავრებულებს შორის, 37 ნობელის პრემიის ლაურეატი, 30 პულიცერის პრემიის ლაურეატი, 30-ზე მეტი ოსკაროსანი და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიების ასობით წევრია. კურსდამთავრებულთა შორის აგრეთვე არიან სახელმწიფოს მეთაურები, სამეფო ოჯახის წევრები, გამოჩენილი მათემატიკოსები, გამომგონებლები, მედიის წარმომადგენლები, ოლიმპიური მედალოსნები და ასტრონავტებიც.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია New York University Abu Dhabi -ს შესახებ.

Saint Louis University 1818 წელს დაარსდა. უნივერსიტეტში 12949 სტუდენტი სწავლობს 50 სხვადასხვა შტატიდან და 78 ქვეყნიდან. უნივერსიტეტს 90-მდე საბაკალავრო და 100-მდე სამაგისტრო პროგრამები აქვს.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია Saint Louis University-ს შესახებ.

Northeast Wisconsin Technical University 1912 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტების 200-ზე მეტ პროგრამას და 600-ზე მეტ სტიპენდიას სთავაზობს.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია Northeast Wisconsin Technical University-ს შესახებ.

University of Wisconsin River-Falls 1874 წელს დაარსდა და ამჟამად 5,958 სტუდენტი სწავლობს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან.  უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მოიცავს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, მეცნიერებებს, ბიზნესის ადმინისტრირებას და მუსიკას. აპლიკანტების საშუალოდ 74 პროცენტი იღებს დაფინანსებას.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია University of Wisconsin River-Falls-ს შესახებ.

Temple University 1884 წელს დაარსდა და ამჟამად 40,000 სტუდენტი მსოფლიოს სხვაადსხვა კამპუსებში სწავლობენ. უნივერსიტეტი მოიცავს 9 კამპუსს მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: რომი, ტოკიო, ფილადელფია, ჰარისბურგი და სხვა.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია Temple University-ს შესახებ.

The University of Maine 2016 წელს პრინსტონის კვლევის მიხედვით 50 “მწვანე” უნივერსიტეტს შორისაა! უნივერსიტეტს 150 წლის განმავლობაში, 107 000 კურსდამთავრებული ჰყავს 49 აშშ-ს შტატიდან და 63 სხვადასხვა ქვეყნიდან.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია The University of Maine-ს შესახებ.

South Seattle College საჯარო უნივერსიტეტია, სადაც ამჟამად 5730 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სხვადასხვა სტიპენდიებს სთავაზობს.

იხილეთ, დამატებითი ინფორმაცია South Seattle College-ს შესახებ.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ამერიკული უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს საინტერესო შეხვედრისათვის.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება