13 ოქტომბერი, 2017 13:41
კომაროვის სკოლას აკრონის უნივერსიტეტის სტუდენტთა მიღების სამსახურის წარმომადგენელი ეწვია
კომაროვის სკოლას აკრონის უნივერსიტეტის (The University of Akron) სტუდენტთა მიღების სამსახურის წარმომადგენელი, რაშად როვზი ეწვია და კომაროველებს ამერიკის უნივერსიტეტებში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და უნივერსიტეტის კულტურის შესახებ ესაუბრა.
აკრონის უნივერსიტეტი 1870 წელს დაარსდა და ამერიკაში, ოჰაიოს შტატში მდებარეობს. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა ძირითადად მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, საინჟინრო ხელოვნებას და მათემატიკას (STEM) მოიცავს. აკრონის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სპეციალურ დაფინანსებას სთავაზობს.
იხილეთ სრული ინფორმაცია აკრონის უნივერსიტეტის შესახებ.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის რაშად როვზს საინტერესო პრეზენტაციისთვის.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა