კომაროვის სკოლას მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის MIT-ის წარმომადგენელი ეწვია
ბოლო 4 წელია, ყოველწლიურად საქართველოს სკოლის 1 კურსდამთავრებული MIT-ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ხდება. მათგან სამი – გიორგი ცხადაძე, დიმიტრი ცხოვრებაძე და ელენე მაჩაიძე კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია; აკაკი მარგველაშვილი კი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული.
კომაროვის სკოლისა და კლუბი „კომაროველის“ მოწვევით საქართველოში MIT-ის სტუდენტთა მიღების სამსახურის წარმომადგენელი, მორა მერფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სკოლისა და კლუბის წარმომადგენლებთან, ჩატარდა პრეზენტაციები კომაროვის სკოლის საშუალო საფეხურისა და სხვა სკოლების მოწვეულ მოსწავლეებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია MIT-ში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და უნივერსიტეტის კულტურის შესახებ. ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილიც მე-9 კლასის მოსწავლეებთან.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის MIT-ის სტუდენტთა მიღების სამსახურის წარმომადგენელს, მორა მერფის, კლუბ „კომაროველს“ და ყველა სხვა მონაწილეს ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა



