GE
25 მაისი, 2017 14:46

კომაროვის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლისთვის მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

კომაროვის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლისთვის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს და  გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე სკოლაში – 116-ე ოთახში 11:00-დან – 18:00 საათამდე. რეგისტრაციის დროს, მშობელმა სარეგისტრაციო სისტემაში უნდა ატვირთოს (ან წარმოადგინოს სკოლაში):

ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, ან პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი.

მისაღები გამოცდების თარიღები:

კომაროვის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მისაღები გამოცდა ფიზიკაში გაიმართება 4 ივლისს, მათემატიკაში – 5 ივლისს.  (ზუსტი დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს). მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 6 ივლისს, 10:00 საათზე.

მიღების პირობები:

მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდის ტესტი შედგება 25 საკითხისაგან და თითოეულ საკითხს აქვს 6 სავარაუდო პასუხი.

იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაირიცხოს კომაროვის სკოლაში,  მათემატიკაში უნდა მიიღოს არანაკლებ 15 ქულა და  ფიზიკაში – არანაკლებ 13 ქულა.

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგეგ მშობელმა სკოლაში უნდა წარმოადგინოს: 2016-17 სასწავლო წლის წლიური  ნიშნების ცნობა და დახასიათება სკოლიდან.

სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილიდახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:

მეშვიდე კლასის მისაღები გამოცდა ჩატარდება 20 ივლისის შემდეგ (20-27 ივლისის შუალედში).  რეგისტრაცია და  თარიღი გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ივნისს. ზუსტი თარიღის დადასტურებისთანავე, გამოქვეყნდება სკოლის ოფიციალურ Web და Facebook გვერდებზე.

მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები იხილეთ ბმულზე.

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება