კომაროვის სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია ცნობილია
შაბათის სკოლისა და საღამოს სკოლის შემაჯამებელი წერებით და მე-9 კლასში ქვიზების შედეგებით ჩარიცხულ მოსწავლეების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს განცხადება შეგიძლიათ დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 22 ივლისიდან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. თან უნდა იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება).
განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი, არ არის უფლებამოსილი).
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა