11 ოქტომბერი, 2017 12:27
კომაროვის სკოლაში დრამის კლუბი იწყებს ფუნქციონირებას
დრამის კლუბი განკუთვნილია დრამატურგიით, კინო-თეატრითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს:
- მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას.
- მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას.
- მოსწავლეებში თვითრეალიზაციის უნარის განვითარებას.
- მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
სამუშაო გეგმა:
მოსწავლეები შეისწავლიან სამსახიობო ოსტატობას, სწორ სამსახიობო მეტყველებას, დადგავენ სხვადასხვა სახეობის პატარა სცენებს, ნახავენ მათთვის საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს და შემდეგ განიხილავენ მათ. მოსწავლეები ასევე დაესწრებიან სხვადასხვა ფესტივალებს.
წლის დასასრულს კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მიერ დადგმულ სპექტაკლში.
საკლუბო შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.
პარასკევს, 13 ოქტომბერს 14:20 საათზე – შედგება შეხვედრა კლუბის კურატორებთან: თამარ ბენდიაშვილთან და თიკო თვალჭრელიძესთან.
კინომოყვარულთა კლუბს უხელმძღვანელებს – გუჯა ჩიბურდანიძე.
რეგისტრაციისათვის მიბრძანდით #210 ოთახში.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა