GE
24 ოქტომბერი, 2017 16:05

კომაროვის სკოლაში ელექტრონიკის წრე იწყებს ფუნქციონირებას

კომაროვის სკოლაში ელექტრონიკის წრე იწყებს ფუნქციონირებას. ელექტრონიკის წრე არის კომპანია აზრისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი არაკომერციული პროექტი.

სასწავლო კურსის მიზანი:

  • გააჩინოს ან გააღვივოს მოსწავლეებში ინტერესი ელექტრონიკისა და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ.
  • მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, გაერკვენ ძირითადი კომპონენტების მუშაობის პრინციპებში, ისწავლონ ელექტრონული სქემების წაკითხვა და შედგენა.
  • დააგროვონ საკმარისი გამოცდილება და შეიძინონ შესაბამისი უნარები, რომ შეძლონ დასმული ტექნიკური ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა.
  • გამოიმუშაონ პროქტზე დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევები – მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, გაეცნონ და გაანალიზონ საჭირო მასალები, შეძლონ პროექტის წარდგნენა და მისი დაცვა.
  • ისწავლონ გუნდური მუშაობა, დავალებების და პასუხისმგებლობების გადანაწილება, გუნდის უნარების და გამოცდილების სწორი შეფასება, საკუთარი რესურსების ეფექტურად გამოყენება.
  • დააგროვონ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ შეძლონ სხვადასხვა შიდა და საერთაშორისო კონკურსებში (ლეონარდო და ვინჩი, მილენიუმი, და ა.შ.) მონაწილეობა.

კომაროვის მოსწავლეებისთვის წრეზე სიარული უფასოა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება