კომაროვის სკოლაში კონფლიქტური რეგიონების შესახებ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
კომაროვის სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემატიკა კონფლიქტური რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი იყო. მოსწავლეები საკუთარი თემებით შეეცადნენ, ეპოვათ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნათესაობის, მსგავსების, საერთო ფესვების ნიმუშები ლიტერატურაში, ისტორიაში, ტრადიციებში, კულტურულ მემკვიდრეობაში.
ასევე, მომხსენებლებმა მიმოიხილეს ისტორიული ფონი საერთო-კავკასიური კულტურული ასპექტები. მოსწავლეები, ერთი მხრივ, გაეცნენ სამეცნიერო მუშაობის სპეციფიკას, მეორე მხრივ, გააცნობიერეს დიპლომატიის, წარსულის ცოდნის, კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემისა და საერთო მახასიათებლების გააზრების აუცილებლობა კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
კონფერენციის ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – თინათინ თვალჭრელიძე და ისტორიის მასწავლებელი – ნინო მელიქიძე.
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა



