კომაროვის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელთა ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო
კომაროვის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელთა ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო.
პროექტის მიზანია მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელთა პროფესიული წახალისება და ქსელის, როგორც STEM-ის საფუძვლის, გაძლიერება.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მათემატიკის/ფიზიკის უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს (გარდა ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სტატუსის მქონე სკოლების მასწავლებლებისა) მათემატიკის/ფიზიკის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლის მაძიებლის სტატუსი ან გავლილი აქვს/გადის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას.
მათემატიკის/ფიზიკის უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს. რეგისტრაცია 11 აპრილს დაიწყო და 2 მაისამდე გაგრძელდება. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3moUzis
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად:
ოლიმპიადის პირველი ტური:
- პირველი ტურის ტესტი შედგება 30 დახურულბოლოიანი ამოცანისგან. თითოეული ამოცანის ქულა მითითებული იქნება ტესტში. პირველი ტურის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 9 მაისი. რეგისტრაციის დაწყების დრო: 10:00 საათი, ოლიმპიადა დაიწყება 11:00ზე, ხანგრძლივობა: 3 საათი, ადგილი: სკოლა-პანსიონი კომაროვი, ვაჟა-ფშაველას 49;
- ნამუშევრების სკანირებული ვერსია არაუგვიანეს 10 მაისისა განთავსდება სკოლის საინფორმაციო საიტზე და ყველა მონაწილეს ექნება საშუალება ნახოს თავისი ნაშრომი უნიკალური კოდით, რომელსაც პირველივე ტურში მიიღებენ. პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 12 მაისისა;
- აპელაციები მიიღება 13 და 14 მაისს. პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 მაისისა. ფინალურ ტურში გადავლენ მონაწილეები, რომელთაც მოაგროვეს ტესტის მაქსიმალური ქულის 40% ან მეტი და მოხვდნენ საუკეთესო შედეგის მქონდე 30 მონაწილეს შორის, ან გაიმეორეს 30-ე მონაწილის შედეგი.
ოლიმპიადის მეორე, ფინალური ტური:
- ოლიმპიადის ფინალური ტური შედგება ღიაბოლოიანი 7 ამოცანისგან. თითოეულის მაქსიმალური ქულა მითითებული იქნება ტესტში. ფინალური ტურის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 26 მაისი. რეგისტრაციის დაწყების დრო: 10:30 საათი, ოლიმპიადა დაიწყება 11:00ზე. ხანგრძლივობა 4,5 საათი, ადგილი: სკოლა-პანსიონი კომაროვი, ვაჟა-ფშაველას 49;
- მონაწილეების ნამუშევრების სკანირებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 27 მაისისა. არაუგვიანეს 29 მაისისა, მონაწილეებს მიეწოდებათ ფინალური ტურის ამოცანების შეფასების კრიტერიუმები. პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივნისისა;
- აპელაციები მიიღება 3 და 4 ივნისს.საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 9 ივნისისა.
ოლიმპიადაზე წარსადგენი დოკუმენტების, გამარჯვებულების გამოვლენის წესის, აკადემიური პროგრამისა და სხვა დეტალების სანახავად ეწვიეთ კომაროვის სკოლის ვებ-გვერდს: komarovi.edu.ge