GE
29 აპრილი, 2021 11:20

კომაროვის სკოლაში მოსწავლეების მიერ დაფუძნებული მოაზროვნეთა კლუბის ფარგლებში ინტელექტუალური თამაშების სერია: ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა

კომაროვის სკოლაში მოსწავლეების მიერ დაფუძნებული მოაზროვნეთა კლუბის ფარგლებში ინტელექტუალური თამაშების სერია: ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ეს იყო კომაროვის სკოლის პირველი სატელევიზიო ტიპის ინტელექტუალური თამაშების ციკლი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 7 შეხვედრა.

დაძაბულ ფინალში გიორგი კვარაცხელიას ექვსეულმა გაიმარჯვა. გუნდის წევრები: ვიტალი გუგუშვილი, თამარ გელაშვილი, თინანო ცხადაძე, მარიამ მჭედლიძე, ნიკა ვარდოშვილი და გიორგი კვარაცხელია.

კლუბის წევრებისა და მონაწილეების მიერ გამოვლინდნენ:

  • ტურნირის საუკეთესო კაპიტანი – გიორგი კვარაცხელია;
  • საუკეთესო მოაზროვნე – ილია ძნელაძე.

ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ სკოლის კურსდამთავრებულები, საქართველოს ინტელექტკლუბის წევრები დავით სიჭინავა, სოსო ბერიკაშვილი და დემეტრე ქარდავა.

სკოლა მადლობას უხდის იდეის ავტორსა და პროექტის ხელმძღვანელს დაჩი ჩადუნელს, კლუბის წევრებს: ნიკა რუსიშვილს, დავით სადაღაშვილს, საბა ფირცხალაიშვილს, ირაკლი თეთრუაშვილს, ნინი მანაგაძეს, მარიამ ჯაფარიძეს, ნატალი გობრონიძეს, დიანა ფავლენიშვილს, ლუკა სანაიასა და დემეტრე კანაჩაძეს, ასევე მოსწავლეთა განვითარებისა და პროექტების სამსახურს პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და წარმატებას უსურვებს პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)