კომაროვის სკოლაში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი ჩატარდა
კომაროვის სკოლაში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირი ჩატარდა.
მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა 2004 წლიდან იმართება და შემეცნებითი კონკურსია, სადაც მონაწილეები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები, ქმნიან და აწყობენ რობოტებს. ამის საშუალებით, ახალგაზრდებს უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, დაგეგმარებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის მიზანი ახალგაზრდების STEM საგნებით დაინტერესების გაზრდა და შთაგონებაა – გახდნენ მომავალი ინოვატორები.
კომაროვის სკოლის შიდა შესარჩევ ტურნირზე შეირჩა სკოლის გუნდი, რომელიც შემდგომში საქართველოს რეგიონული ტურნირისთვის მოემზადება.
სკოლის შეჯიბრზე მონაწილეებს დახვდათ წინასწარ მომზადებული რობოტი, რომელიც უნდა დაეპროგრამებინათ, ამისათვის გამოიყენეს შემდეგი პროგრამირების ენები: RobotC, LEGO MINDSTORMS Education EV3, EV3 Classroom LEGO Education.
საბოლოოდ სენიორების კატეგორიაში შეირჩა ორი გუნდი, ჯუნიორების კატეგორიაში კი ერთი.
სენიორების პირველი გუნდის წევრები არიან: რატი აფციაური, გიორგი ზაბახიძე და შოთა ხახიშვილი, ხოლო მეორე გუნდის წევრები – სანდრო ლომიძე, გიორგი გაგუა და დაჩი ჭოტაშვილი.
ჯუნიორების გუნდის წევრები არიან: მათე ეჯიბია, მარიამ კაკონაშვილი და ნიკიტა დემუროვი. ასევე, შეირჩა რეზერვის წევრები: სენიორების ასაკობრივ კატეგორიაში ორი – ანასტასია ჩიქოვანი და მიშა კახნიაშვილი, ხოლო ჯუნიორების კატეგორიაში ერთი – გიორგი პეტუაშვილი.