კომაროვის სკოლაში “შაბათის სკოლის” მე-5 კლასის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა
“შაბათის სკოლის” მეხუთე კლასის ოლიმპიადა მათემატიკაში გაზაფხულზე და ზაფხულში ორ ტურად ჩატარდა. ფინალური ტურის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
პირველი ხარისხის დიპლომი და პირველი პრიზი გადაეცა მარიამ ცაგარელს. ხოლო პირველი ხარისხის დიპლომი და მეორე პრიზი ოთხმა მოსწავლემ მოიპოვა- ანა აბრამიშვილი, დემეტრე ვეშაგური, თეკლა მიქაუტაძე, საბა ცირეკიძე.
ასევე, დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომების მოსწავლეები და ოლიმპიადის ფინალისტები.
გამარჯვებულები კომაროვის სკოლის დირექტორმა, ივანე კვიტაშვილმა, დირექტორის მოადგილემ, მალხაზ ჯინჭარაძემ და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მედალოსნებმა ანა ონოფრიშვილმა და მიხეილ კვინიკაძემ დააჯილდოვეს.
კომაროვის სკოლა ულოცავს შაბათის სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს!
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა