კომაროვის სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა ტრენინგები ჩაატარეს
კომაროვის სკოლაში მოსწავლეზე ზრუნვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის ეტაპზე, გათვალისწინებული იურიდიული კლინიკის ფარგლებში, რაც გულისხმობს მაგისტრანტთა მიერ სკოლის ბავშვებისათვის ტრენინგთა კურსის ჩატარებას (ჯამში 12 ტრენინგი).
რაც შეეხება ტრენინგების თემატიკას, ის მოიცავდა რვა სავალდებულო და ოთხ არჩევით თემას. სავალდებულო თემებია: სამართალი და სამართლებრივი სისტემები, კონსტიტუცია და დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, არასრულწლოვნის უფლებები და მოლაპარაკების წარმოება.
ხსენებული 12 ტრენინგიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს, ქვეყნის კანონმდებლობას და მოქალაქის უფლებებს, ასევე სამოქალაქო განათლებისათვის აუცილებელ ინფორმაციას.
სწავლების დროს გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდი: ჯგუფური სამუშაოები, პრაქტიკულ აქტივობები, მხიარული თამაშები, შეჯიბრებები და სხვა.
კურსის მიზანია მოსწავლეებში სამართლის და, ზოგადად, ქვეყნის კანონმდებლობის პოპულარიზება, ასევე მათი მოქალაქეობრივი მართლშეგნების ამაღლება.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეზე ზრუვნის სამსახურსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს საინტერესო ტრენინგისთვის.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა