კომაროვის სკოლაში VIII-XII კლასებში გადასვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. მისაღები გამოცდა მე-8 კლასში გადმომსვლელთათვის ჩატარდება მათემატიკაში, ხოლო მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმომსვლელთათვის – მათემატიკასა და ფიზიკაში.
რეგისტრაციის პირობები
კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე სკოლაში.
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მათთვის, ვისაც სურს რეგისტრაცია გაიაროს ადგილზე, სკოლაში – რეგისტრაცია იწარმოებს შაბათ-კვირის გარდა, 18 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან – 18:00 საათამდე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.
განაცხადის შევსებამდე ელექტრონულ მისამართზე k.exams2018@gmail.com უნდა გადმოაგზავნოთ ან სკოლაში მიიტანოთ ორი საბუთი:
1. ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.(ელფოსტაზე გამოგზავნის შემთხვევაში, სკანირებული ვერსია).
2. სკოლის მიერ გაცემული 2017-18 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
გამოცდაზე მოსწავლემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, მოსწავლე არ დაუშვას გამოცდაზე.
მისაღები გამოცდების თარიღები
კომაროვის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მისაღები გამოცდა ფიზიკაში გაიმართება 9 ივლისს, მათემატიკაში – 10 ივლისს. (ზუსტი დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს)
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 11 ივლისს, 10:00 საათზე.
მიღების პირობები
მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდის ტესტი შედგება 25 საკითხისაგან და თითოეულ საკითხს აქვს 6 სავარაუდო პასუხი.
იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაირიცხოს კომაროვის სკოლაში, მათემატიკაში უნდა მიიღოს არანაკლებ 15 ქულა და ფიზიკაში – არანაკლებ 13 ქულა.
გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მშობელმა სკოლაში უნდა წარმოადგინოს:
- 2017-18 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ცნობა
- დახასიათება სკოლიდან
სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.
მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:
მე-7 კლასში მისაღები გამოცდისა და რეგისტრაციის შესახებ ინფომაცია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 8 ივნისს. ზუსტი თარიღის დადასტურებისთანავე, გამოვაქვეყნებთ სკოლის ოფიციალურ Web და Facebook გვერდებზე.
მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!