GE
6 ივნისი, 2024 10:34

კომაროვის სკოლის 2 კურსდამთავრებული სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გააგრძელებს

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული ნია დვალიძე და 2023 წლის კურსდამთავრებული სანდრო კაპატაძე სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYUAD) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.

ნიამ და სანდრომ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩიეს.

New York University(NYU) გამოირჩევა საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხითა და გამოცდილებით. NYU-ს აქვს სამი ძირითადი კამპუსი ნიუ-იორკში, აბუ-დაბისა და შანხაიში. ასევე, მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე. აბუ-დაბის კამპუსში 120-ზე მეტი განსხვავებული ეროვნების სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.

NYUAD-ში სწავლის გადასახადი 350 000$-მდე აღწევს.

ნია და სანდრო NYUAD-ში ჩარიცხული მე-7 და მე-8 კომაროველები არიან.

დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

კომაროვის სკოლა ულოცავს ნიას და სანდროს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში