3 ივნისი, 2024 10:21
კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელებს
კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University) მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს.
კოლუმბიის უნივერსიტეტი სიძველით ნიუ-იორკის შტატში პირველი, ხოლო აშშ-ის მასშტაბით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.
Columbia University-ში სწავლის გადასახადი 374 000$-მდე აღწევს.
მიხეილი:
- CERN-ის მიერ ჩატარებული ფიზიკის კვლევითი კონფერენცია;
- კინგსის ოლიმპიადის ერთხელ მესამე ადგილის მფლობელი და ერთგზის გამარჯვებულია;
- ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტია;
- კომაროვის სასკოლო ჰაკათონში მეორე ადგილის მფლობელია;
- SAT Club-ის პრეზიდენტია.
კომაროვის სკოლა ულოცავს მიხეილს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა