კომაროვის სკოლის 4 კურსდამთავრებული სწავლას სრული დაფინანსებით იტალიაში, Bocconi University-ში აგრძელებს
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ ლაბაძე, ლევან მაჩიტიძე, ანი გვარამაძე და ნიკა ვანაძე სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებს.
მარიამმა, ანიმ და ნიკამ International Economics and Finances მიმართულება, ხოლო ლევანმა Mathematical and Computing Sciences for Artificial Intelligence მიმართულება აირჩიეს.
Bocconi University იტალიაში, ქალაქ მილანში მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი ევროპაში. ცნობილია თავისი აკადემიური შედეგებით, საერთაშორისო პერსპექტივითა და ძლიერი კავშირებით ბიზნეს საზოგადოებასთან. მსოფლიოში მუდმივად ხვდება Top 20-ში ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას ცნობილ კომპანიებში.
Bocconi University -ში სწავლის გადასახადი 54 000$-ია.
დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე
კომაროვის სკოლა ულოცავს მარიამს, ლევანს, ანისა და ნიკას და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!