GE
25 ოქტომბერი, 2017 17:32

კომაროვის სკოლის ახალი რუბრიკა – “მოსწავლის პროფილი”

კომაროვის სკოლა ახორციელებს ახალ ინიციატივას, რაც ახალ რუბრიკას – “მოსწავლის პროფილი” – გუსლისხმობს.

წარმოგიდგენთ პირველ მოსწავლეს, რომლეიც კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასელი და ოქროს მედალოსნობის კანდიდატი – მარიამ გედენიძეა.

მარიამი კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულია, მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებებში და საუკეთესო დელეგატადაც დასახელდა. ასევე სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული და სოციალური, განსაკუთრებით კი გენდერული საკითხებითაა დაინტერესებული.

მარიამი მოპედების ჩემპიონატის ერთადერთი გოგო მონაწილე იყო და მეორე საპრიზო ადგილიც დაიკავა. ასევე აქტიურადაა ჩართული თბილისის ველომოყვარულთა კლუბში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, მაგალითად ბაკურიანში თხილამურებზე სრიალს ასწავლიდა ბავშვებს.

უყვარს ლაშქრობა, გატაცებულია ფიგურული სრიალით და მსახიობობით; მონაწილეობდა სკოლის დრამაკლუბის სპექტაკლებში, რომლის მეშვეობითაც იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზეც გაემგზავრა.

იგი სკოლის დებატკლუბის წევრია და სპიკერობითაცაა დაინტერესებული.

ახლახანს გოგონების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სახელწონდებით „გოგოები მომავლიდან“ მარიამის ფოტოც იყო წარმოდგენილი… გოგონა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლის პოტენციალი აქვს.

მომავალში სწავლის გაგრძელებას ამერიკაში გეგმავს და სურს მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და საჯარო ლექციები წაიკითხოს.

მარიამი ამბობს, რომ ნებისმიერი რამის მისაღწევად ბევრი შრომა და დროის სწორი მენეჯმენტია საჭირო. “რაც არ გკლავს, გაძლიერებს!”, – აღნიშნა მან.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მარიამს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება