კომაროვის სკოლის წარმატება – ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მოსწავლეებმა 4 მედალი მოიპოვეს
ინფორმატიკის ბალტიისპირეთის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში (BOI 2024), რომელიც ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში 3-7 მაისს მიმდინარეობდა, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა და 4 მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
წელს ოლიმპიადაში 12 ქვეყნის 76 მოსწავლე მონაწილეობდა.
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ კომაროვის სკოლის მოსწავლეები: ირაკლი სულამანიძე, ნინო ჩხაიძე (მოიპოვეს ვერცხლის მედლები), საბა ფერაძე და დავით ძაძამია (მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები). ნაკრების ლიდერები იყვნენ, დავით მემანიშვილი და ლუკა მელაძე..
შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
კომაროვის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, ასევე მადლობას უხდის პროექტში მონაწილეობის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა