GE
5 თებერვალი, 2020 11:59

კომაროვის სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლის შედეგები

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის რუბრიკის “მოსწავლის პროფილი” სტუმარი კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილია.

ანა არაერთი ჯილდოს მფლობელია. რა მიღწევები აქვს კომაროვის სკოლის წარმატებულ მოსწავლეს იხილეთ დეტალურად:

  • 2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია!
  • 2019 წლის ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია; 2018 წელს – ვერცხლის მედლის!
  • 2018 წლის ირანის გეომეტრიის ოლიმპიადის ოქროს სახაზავის მფლობელია!
  • ევროპის მათემატიკის თასის პირველი პრიზის მფლობელია!
  • 2019 წლის მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ადგილის მფლობელია!
  • 2018 წლის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ადგილის მფლობელია; 2017 წელს – პირველი ადგილის!
  • 2019 წლის მათემატიკის ნაკრების რეზერვის წევრია!

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ანას!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება