GE
18 იანვარი, 2019 15:39

კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის მე-15 ოლიმპიადის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელია

კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის მე-15 ოლიმპიადის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელია.

სკოლის მოსწავლეებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კომაროვის სკოლის გუნდმა კი, მეორე საპიზო ადგილი (რეიტინგით მე-3 შედეგი) აჩვენა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:

ნიკოლოზ ბირკაძე – ინფორმატიკა, ოქროს მედალი.
ლუკა მუშკუდიანი – მათემატიკა, ოქროს მედალი.
ბაქარ გამეზარდაშვილი – მათემატიკა, ოქროს მედალი.
ალექსანდრე მერაბიშვილი – ფიზიკა,ოქროს მედალი.
თეიმურაზ თოლორაია – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
ლაშა კოროშინაძე – ფიზიკა, ვერცხლის მედალი.
გიორგი გოგაბერიშვილი – ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
დავით ხვედელიძე – მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბირკაძე ოლიმპიადის ერთადერთი მონაწილეა 529 მოსწავლიდან, რომელმაც აბსოლუტური შედეგი (600-დან 600 ქულა ინფორმატიკაში) აჩვენა.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება