GE
20 იანვარი, 2017 12:58

კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საპრიზო ადგილით დაბრუნდა

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ალმატიში. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-13 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 16 სახელმწიფოს 60-მდე გუნდი იღებდა.

სკოლის მოსწავლეებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კომაროვის სკოლის გუნდმა მესამე საპიზო ადგილი (რეიტინგით მე-5 შედეგი) აჩვენა. სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათეამატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში.

გუნდის შემადგენლობა:
გუნდის ლიდერები: მიხეილ გაბესკირია და ალექსანდრე ლომაძე.
შემადგენლობა: ალექსანდრე საათაშვილი, ზურაბ ცინაძე, საბა ლეფსვერიძე-მათემატიკა, გელა პატაშური, კონსტანტინე გაგნიძე-ფიზიკა, ვანო გამეზარდაშვილი, ალექსანდრე ხოხიაშვილი-ინფორმატიკა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
საათაშვილი ალექსანდრე – მათემატიკა, ოქროს მედალი.
გამეზარდაშვილი ვანო – ინფორმატიკა, ოქროს მედალი.
ლეფსვერიძე საბა – მათემატიკა, ვერცხლის მედალი.
პატაშური გელა – ფიზიკა, ვერცხლის მედალი.
ხოხიაშვილი ალექსანდრე – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
გაგნიძე კონსტანტინე – ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე  სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას 1 პირველი პრიზი, 3 მესამე პრიზი და 2 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს ამ  გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება