21 თებერვალი, 2020 15:13
კომაროვის სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის წარმატებული სასკოლო ცხოვრება
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის რუბრიკის “მოსწავლის პროფილი” სტუმარი კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თამარ კორკოტაშვილია. თამარი არაერთი ჯილდოს მფლობელია.
რა მიღწევები აქვს კომაროვის სკოლის წარმატებულ მოსწავლეს იხილეთ დეტალურად:
- Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) – ში რობოტიკის კატეგორიაში მეოთხე საპრიზო ადგილის მფლობელია!
- 2016 წელს ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში მესამე ადგილის მფლობელია!
- 2016 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილის მფლობელია!
- ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO) ორი ვერცხლის მედლის და საპატიო სიგელის მფლობელია (2016-2019)!
- 2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
- 2018 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ადგილოსანია მათემატიკაში!
- ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია (ათეულის წევრი)!
- 2018 წელს სამეცნიერო საზაფხულო ბანაკიდან გაემგზავრა პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში!
- 2017, 2018 და 2019 წლებში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების რეზერვისტია!
- „წიგნების თაროს“ ფინალისტია!
- ვაკე-საბურთალოს რაიონის „რა? სად? როდის?“ კონკურსის გამარჯვებულია!
თამარის საყვარელი ფრაზაა: “If you can’t do great things, do small things in a great way.”
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს თამარს!