GE
19 ნოემბერი, 2020 13:38

კომაროვის სკოლის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული – ლუკა მუშკუდიანი

კომაროვის სკოლამ საკუთარ რუბრიკაში – “მოსწავლის პროფილი” – წარმოგვიდგინა ერთ-ერთი ნიჭიერი კურსდამთავარებული და არაერთი მედლის მფლობელი ლუკა მუშკუდიანი.

იგი:

  • 2018-2020 წლებში საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი და 2 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედლის მფლობელია!
  • 2020 წელს საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების წევრი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
  • 2019-2020 წლებში საერთაშორისო ჟაუტიკოვის მათემატიკის ოლიმპიადაზე, ყაზახეთში ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელია!
  • 2020 წელს რუმინეთის მასტერსზე მათემატიკაში ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
  • 2020 წელს აზიის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელია!
  • 2019 წელს ირანის გეომეტრიის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ლუკას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება