GE
16 აპრილი, 2018 15:31

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ანი მაჩაიძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით მიიღო

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი, ანი მაჩაიძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა University of Pennsylvania (Penn)-მა სრული დაფინანსებით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ University of Pennsylvania (Penn) – ს სწავლის წლიური გადასახადი 70 000 დოლარამდე აღწევს. University of Pennsylvania, Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.

კომაროვის სკოლის ინფორმაცია, ანი უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების სწავლას აპირებს. სკოლის დროს, ანი იყო მათემატიკის, ფიზიკის და ინფორმატიკის ოლიმპიადების ფინალისტი; ასევე, MIT Launch 2017-ის პირველი ქართველი მონაწილე; Junior Achievement Georgia 2015-ში გამარჯვებული გუნდის წევრი; Technovation Georgia 2017-ის გამარჯვებული გუნდების წევრი. მას მეთერთმეტე კლასიდან აქვს სამუშაო გამოცდილება სტარტაპ EBG-ში.

კომაროვის სკოლა ულოცავს ანის ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება