GE
11 მარტი, 2020 10:22

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ გედენიძე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტმა École polytechnique-მ სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ გედენიძე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტმა École polytechnique-მ სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

École polytechnique ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო სასწავლებელია საფრანგეთში, რომელიც 1794 წელს დაარსდა და აღზრდილი ყავს სამი ნობელიანტი, ერთი ფილდსის ლაურეატი, სამი საფრანგეთის პრეზიდენტი და მრავალი ფრანგული თუ საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლები.

QS-ის 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, უნივერსიტეტი ფიზიკის განხრით, მსოფლიოში 37-ე ადგილზეა.

როგორია მარიამის მიღწევები და ინტერესები, იხილეთ:

  • 2018 წელს HMC დაფინანსებით, დიდ ბრიტანეთში Worksop College – ში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა!
  • ბრიტანეთის მათემატიკის ოლიმპიადის ვერცხლის და ოქროს სერტიფიკატების მფლობელია!
  • ბრიტანეთის ფიზიკის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია!
  • კემბრიჯის ორგანიზებულ ფიზიკის შეჯიბრში, ბრიტანეთის მასშტაბით TOP 80 მოსწავლეთაგანია!
  • ბრიტანეთის ჯგუფური მათემატიკის ოლიმპიადის ჯგუფის ლიდერია რეგიონალურ ფინალში!
  • ასტრონომიის კლუბის ლიდერია Worksop College-ში!
  • ბრიტანეთის სკოლის თვითმმართველობის წევრია!
  • კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულია, მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებებში და საუკეთესო დელეგატადაც დასახელდა.
  • ასევე სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული და სოციალური, განსაკუთრებით კი გენდერული საკითხებითაა დაინტერესებული.
  • მოპედების ჩემპიონატის ერთადერთი გოგო მონაწილე იყო და მეორე საპრიზო ადგილიც დაიკავა.
  • ასევე აქტიურად იყო ჩართული თბილისის ველომოყვარულთა კლუბში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, მაგალითად ბაკურიანში თხილამურებზე სრიალს ასწავლიდა ბავშვებს.
  • უყვარს ლაშქრობა, გატაცებულია ფიგურული სრიალით და მსახიობობით; მონაწილეობდა სკოლის დრამაკლუბის სპექტაკლებში, რომლის მეშვეობითაც იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზეც გაემგზავრა.
  • კომაროვის სკოლის დებატკლუბის წევრი იყო და სპიკერობითაცაა დაინტერესებული.
  • გოგონების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სახელწოდებით „გოგოები მომავლიდან“ მარიამის ფოტოც იყო წარმოდგენილი… გოგონა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლის პოტენციალი აქვს.
  • მარიამი ამბობს – “ნებისმიერი რამის მისაღწევად ბევრი შრომა და დროის სწორი მენეჯმენტია საჭირო და კიდევ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს!”

კომაროვის სკოლა ულოცავს მარიამს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება