28 თებერვალი, 2020 15:31
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, University of Pennsylvania-მ სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის რუბრიკის “მოსწავლის პროფილი” სტუმარი კომაროვის სკოლის 2019 წლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილია.
თიკა არაერთი ჯილდოს მფლობელია. რა მიღწევები აქვს კომაროვის სკოლის წარმატებულ კურსდამთავსრებულს იხილეთ დეტალურად:
- კომაროვის სკოლის 2019 წლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტმა University of Pennsylvania-მ სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტის სწავლის წლიური გადასახადი 80 000 დოლარამდე აღწევს.
- 2019 წელს იყო პირველი ქართველი მონაწილე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდა ფიზიკოსებისთვის (ISSYP) – ვოთერლუ, კანადა.
- 2019 წელს იყო პირველი ქართველი მონაწილე მეცნიერების საზაფხულო სკოლა S3++ -ში (პოჟეგა, ხორვატია).
- 2018 წელს, ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადისთვის (EGMO), საქართველოს ნაკრებში შერჩეულ 4 გოგოს შორის იყო – ფლორენცია, იტალია.
- 2017 და 2018 წლებში, ბრინჯაოს 2 მედლის მფლობელია საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირში (IYNT) – ნანკინი, ჩინეთი.
- 2018 წელს, იყო ქალები მეცნიერებაში (WiSci) საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილე, რომელ;იც ორგანიზებული იყო Girl Up-ის და Intel-ის მიერ.
- 2018 წელს, გერმანულის ეროვნული ოლიმპიდის 20 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის იყო, რომლებიც გერმანულის ბანაკში მიიწვიეს.
- 2017 წელს, Google-ის პროგრამის, Women Techmakers ბანაკის მონაწილე იყო.
კომაროვის სკოლა ულოცავს თიკას ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.