GE
9 აპრილი, 2020 10:19

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, საბა ლეფსვერიძე მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით მიიღო

კომაროვის სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებული, ამჟამად მათემატიკის წრის ხელმძღვანელი და შაბათის სკოლის პედაგოგი, საბა ლეფსვერიძე მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით მიიღო.

“საბამ სწავლის გასაგრძელებლად MIT აირჩია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.

MIT – ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში თითქმის ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი მაინც კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. საბა MIT – ში ჩარიცხული სკოლის მეექვსე კურსდამთავრებულია”, – აღნიშნეს სკოლაში.

საბას მიღწევები ასე გამოიყურება:

  • 2017 და 2018 წლებში ვერცხლის 2 მედლის მფლობელია მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (International Mathematical Olympiad – IMO)
  • 2017 და 2018 წლებში ვერცხლის 2 მედლის მფლობელია ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (International Zhautykov Olympiad – IZhO)
  • 2018 წელს პირველი ადგილის მფლობელია მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე.
  • 2019 და 2020 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და ლიდერი რუმინეთის მათემატიკის მასტერსზე (Romanian Masters of Mathematics – RMM).
  • ასევე, საქართველოს გოგონათა ნაკრების მწვრთნელი 2019 წლის ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაზე (European Girls’ Mathematical Olympiad – EGMO).
  • კომაროვის სკოლის გუნდის ლიდერი 2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (International Zhautykov Olympiad – IZhO)
  • საქართველოში 2018 წლის ევროპის მათემატიკური თასის (European Mathematical Cup – EMC) ორგანიზატორია.
  • კომაროვის მათემატიკის წრის ხელმძღვანელია.
  • კომაროვის შაბათის სკოლის პედაგოგია.

კომაროვის სკოლა ულოცავს საბას ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება