GE
17 ივნისი, 2024 10:05

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული სწავლას კორნელის უნივერსიტეტში გააგრძელებს

კომაროვის სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს.

კორნელის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკაში მდებარეობს და აშშ-ის პრესტიჟული Ivy League-ის 8 უნივერსიტეტს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. QS Top Universities-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილს იკავებს.

Cornell University-ში სწავლის გადასახადი 384 000$-ია:

ნიამ კომაროვში სწავლის პერიოდში არაერთ აკადემიურ წარმატებას მიაღწია:

  • FLEX პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებული;
  • ქალაქ თბილისის წარმომადგენელი ამერიკული საბჭოების ოფისში;
  • ამერიკული საბჭოების მიერ 24 ქვეყნის მასშტაბით დასახელებული, როგორც ოქტომბრის თვის საუკეთესო ქალაქის წარმომადგენელი;
    EducationUSA CCC(Competitive College Club)-ს წევრი;
  • საქართველოს დელეგატი 6 ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ EducationUSA CCC Congress-ში;
  • დასაქმებული Helping Hand-ში;
  • დასაქმებული American Corner Tbilisi-ში;
  • Avon High School-ის სექტემბრის თვის გამორჩეული მოსწავლე;
  • განმსახლებელი ორგანიზაცია Program of Academic Exchange-ის ნოემბრის თვის გამორჩეული უცხოელი გაცვლითი მოსწავლე;
  • როგორც Avon High School-ის ცურვის ნაკრების წევრს, სპორტის დეპარტამენტისგან გადაეცა ჯილდო სეზონის განმავლობაში გამოვლენილი სპორტსმენული ოსტატობისთვის.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში