GE
13 აგვისტო, 2020 14:49

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულის წარმატების ისტორია

კომაროვის სკოლამ საკუთარ რუბრიკაში – “მოსწავლის პროფილი” წარმოგვიდგინა ერთ-ერთი ნიჭიერი კურსდამთავარებული და ოქროს მედალოსანი ქეთევან სულამანიძე.

როგორც სკოლაში ამბობენ ქეთევანი არაერთი ჯულდოს მფოლობელია.

ქეთევანი:

  • 2019 წელს გახდა საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს მონაწილეობდა ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაში (EGMO), რომელიც ჩატარდა უკრაინაში და გახდა საპატიო სიგელის მფლობელი!
  • 2018 და 2020 წლებში მათემატიკისა და ინგლისურის ეროვნული ოლიმპიადების ფინალისტია!
  • 2016 წლის სმარტის ოლიმპიადის გამარჯვებულია მათემატიკაში!
  • 2019 წელს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) ინგლისურის ოლიმპიადის გამარჯვებულია!
  • 2019 წელს „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრი“ იყო!
  • 2018 წელს მოხვდა მონაწილეთა ტოპ 10% -ში საერთაშორისო შეჯიბრ “Breakthrough Junior Challenge”-ში, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებლად დაეუფლა ისეთ პროფესიულ პროგრამებს როგორიცაა: Adobe After Effects, Adobe Premiere Pro, Adobe Audition, Adobe Illustrator. მოცემული ვიდეო კი მისი წლევანდელი მცდელობაა სამეცნიერო ამხსნელობითი ვიდეოთი კომპლექსური კონცეფციის ახსნისა.
  • 2018 წელს აქტიურად მონაწილეობდა შეჯიბრში „ტვინების ბრძოლა“; გუნდი გავიდა მესამე ადგილზე გაზაფხულის ჩემპიონატზე.
  • 2018 წელს საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის ლეპტოპით დააჯილდოვა განათლების სამინისტრომ.
  • 2019 წელს სკოლის თვითმმართველობის წევრი იყო.
  • მუშაობს კარიერული განვითარების ცენტრში (CDC) პროექტის მენეჯერად.
  • დაინტერესებულია პროგრამირებით და სურს, რომ უმაღლესი განათლება ამ მიმართულებით მიიღოს.
  • მიიღეს Duke Kunshan University-ში (რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ტოპ 10 უნივერსიტეტის ფილიალია) 80% დაფინანსებით.
  • სკოლის ფრენბურთის გოგონათა ნაკრების წევრია; 2019 წელს გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა რაიონულ ჩემპიონატზე!
  • 2018 წელს სკოლის თეატრალური კლუბის წევრი იყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ სპექტაკლსა და პოეზიის საღამოში. ერთ-ერთი სპექტაკლი დაიდგა მოზარდ-მაყურებელთა თეატრში.
  • 2015 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის განხრით, წარჩინების დიპლომით, რომლის ფარგლებშიც არაერთ მუსიკალურ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა.
  • გატაცებულია პოეზიით და არაერთი ლექსის ავტორია.

მისი საყვარელი ფრაზაა: “მხოლოდ მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ აქვს მიზნის მიღწევას ნამდვილი ფასი“.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ქეთის.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება