კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს სწავლა ყოველწლიურად 57 000 ევროთი დაუფინანსდება
კომაროვის სკოლის რუბრიკის “მოსწავლის პროფილი”-ს სტუმარი ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს თინათინ გერგაიაა.
სკოლის ინფორმაციით, თინათინი სრული დაფინანსებით მიიღეს და ყოველწლიურად 57 000 ევროთი დაუფინანსდება სწავლა ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტეში – Duke University.
იგი ბიოლოგიის ოლიმპიადის გამარჯვებული, საერთაშორისო ოლიმპიადის ორგზის მონაწილე და მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების ფინალისტია.
თინათი ასევე Junior Achievement Georgia 2015-ის და Technovation Georgia 2017-ის გამარჯვებული გუნდების წევრია. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, Duke University-ში ბიო-სამედიცინო ინჟინერიის სწავლას აპირებს.
“Duke-ის უნივერსიტეტში მიღება წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა კომაროვის სკოლა და ის მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მასწავლიდნენ”, – აღნიშნა თინათინმა.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს თინათინს.
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა