GE
7 დეკემბერი, 2017 14:35

კომაროვის სკოლის მათემატიკის ფესტივალი გაიმართა – გამარჯვებულების სია

ცნობილია, რომ ეროვნულ ოლიმპიადაზე წარმატებას, ძირითადად, ფიზიკა მათემატიკის სკოლის მოსწავლეები აღწევენ. ამ ფესტივალის ფარგლებში მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს არასპეციალიზირებული სკოლებიდან მიეცათ შესაძლებლობა, გამოევლინათ თავიანთი ცოდნა, დაეხვეწათ გუნდური მუშაობის და ლოგიკური აზროვნების უნარები.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თბილისის 40-მდე სკოლის გუნდმა. ორი ნახევარფინალის შემდეგ გამოვლინდნენ ფინალისტები: თბილისის არქიმედეს სკოლის ორი, ევროპული სკოლის, ქალაქ თბილისის №149 საჯარო სკოლის, ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის, კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი ფესვების, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის, ქალაქ თბილისის №141 საჯარო სკოლის, ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლის, ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლისა და სკოლა ჰელიოსის გუნდები. ფინალი განსაკუთრებით დაძაბულად წარიმართა. გამარჯვებული გუნდი, სამი დამატებითი ამოცანის შემდეგ გახდა ცნობილი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს, „ევროპულ სკოლის“ სამ მოსწავლეს: თორნიკე ყუბანეიშვილს, ელენე ჯოხაძეს და ელენე ქობლიანიძეს გადაეცა I ხარისხის დიპლომები და თასი. ფესტივალის სპონსორმა, კომპანია „ლენოვომ“ კი I ადგილზე გასული გუნდის სამივე წევრი უახლესი პლანშეტებით დაასაჩუქრა.

II ხარისხის დიპლომი გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის გუნდის სამ წევრს: გიორგი ფირცხალაიშვილს, ალექსანდრე სალაძეს და გიორგი გორდაძეს.

III ხარისხის დიპლომი გადაეცა თბილისის არქიმედეს სკოლის გუნდის სამ წევრს: ლორიკ მარშანიას, დემნა ნოღაშვილს და ნიკოლას ნიკა მატიაშვილს.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა (გარდა მათემატიკური სკოლებისა). ფესტივალში მონაწილე გუნდის ყველა წევრს გადაეცა კომაროვის მათემატიკის ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატები.

კომაროვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ექსპოჯორჯიას, კომპანია ლენოვოსა და ჩვენი სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტურნირის ორგანიზებაში.

კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება