24 სექტემბერი, 2019 15:14
კომაროვის სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო დღეს შეუერთდნენ
შაბათს, 21 სექტემბერს, დასუფთავების მსოფლიო დღეს, კომაროვის სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ მაია ოთიაშილთან ერთად, გლობალურ კამპანიას Let’s Do შეუერთდნენ, რომელიც CENN/USAID ნარჩენების მართვის პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული.
დასუფთავების მასშტაბური ღია აქცია კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კამპანიის „გარემოს გულისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მწვანე სკოლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა