GE
1 ოქტომბერი, 2019 16:26

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული.

ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.

იხილეთ ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

  • ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1მედალი.
  • მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი.
  • ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში.
  • სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
  • ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
  • რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი.

კომაროვის სკოლა ულოცავს ნიკას მორიგ აღიარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება