GE
17 ივლისი, 2020 12:54

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 26 ივლისს ჩატარდება

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 26 ივლისს. მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაგრძელდება 2020 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

მოსწავლე საგამოცდო სექტორში უნდა გამოცხადდეს 09:00 საათიდან, გამოცდა კი დაიწყება 10:00 საათზე.

გამოცდის ჩატარების ადგილი: თბილისი, ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა (მუხიანის მე-3 მ/რ)

ონლაინ რეგისტრაციისთვის და გამოცდის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება